Cosplay

გიყვარს ანიმე, ფილმები, კომიქსები, მანგა და თამაშები?
გსურს გააცოცხლო შენი საყვარელი პერსონაჟი სცენაზე?
მიიღე მონაწილეობა ქოსფლეი კონკურსში!

Vendors

გაქვს მცირე ბიზნესი რომელიც ეხება ანიმე, მანგა, კომიქსებს, თამაშებს ან აზიას?
განათავსე შენი დახლი პოპ-კულტურის ყველაზე დიდ ფესტივალზე!

Asia in Tbilisi

გვესტუმრე ფესტივალ მაცურიზე, დააგემოვნე სხვადასხვა აზიური კერძები, აღმოაჩინე პოპ-კულტურები და იმოგზაურე ერთი დღით აზიაში ჩვენთან ერთად!

„გახსოვს მაცურიზე რომ ვიყავით?“

ფესტივალი "მაცური" ტკბილ მოგონებებთან და ლაღ, ახალგაზრდობის დღეებთან ასოცირდება. ჩვენ 2015 წლიდან ვცდილობთ მაცურის სული შემოვიტანოთ საქართველოში და ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი გამოცდილება გავუზიაროთ. სტუმრებს დაგხვდებათ სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა აზიური საფესტივალო კერძები, გაიცნოთ იხილოთ ტრადიციული საფესტივალო ცეკვა, მოირგოთ აზიური ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, უყუროთ ქოსფლეი შეჯიბრს და დროებით გაერიდოთ ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას.

პოპ-კულტურის ფესტივალი მაცური ტარდება თბილისში, წელიწადში ორჯერ: ივლისში და დეკემბერში

2026 წლის ზამთრის მაცური ჩატარდება 20 სექტემბერს EXPO GEORGIA-ს მეხუთე და მეექვსე პავილიონში

ფესტივალის ბილეთის შესაძლებელია მხოლოდ TKT.GE-დან. 2026 წლის დეკემბრის ფესტივალის ბილეთის საფასურია 65-85 ლარი. საფასური განისაზღვრება კალათების მიხედვით. (ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია 1000-ზე, ამოყიდვის შემდეგ რაოდენობა არ დაემატება) 

ბილეთის საფასურში იგულისხმება მხოლოდ ფესტივალზე დასწრების უფლება.

ფესტივალზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ მხოლოდ 5 წლამდე ბავშვებს. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე

მაცურიზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს. 

ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა მოხარული ვიქნებით თუ ფესტივალს ყოველწლიურად გაალამაზებთ იაპონური კიმონოთი, მოსასხამით, იაპონური ლოლიტა ან სხვა სუბკულტურის ფორმით, აქსესუარით ან ქოსფლეის ფორმით. 

ქოსფლეით მოსვლა შეუძლია ნებისმიერ პირს – მიუხედავად იმისა იღებს თუ არა ის მონაწილეობას ქოსფლეის კონკურსში. 

ფესტივალი მაცური ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ადგილას, შესაბამისად კონკრეტული პასუხი იქნება თუ არა პარკინგით უზრუნველყოფა ამ ეტაპზე არ გვაქვს. 

ორგანიზატორებს შეგიძლიათ მოგვწეროთ წერილი: info@japan.ge 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პასუხის დაბრუნება ხდება 1-დან 7 სამუშაო დღეში

Scroll to Top