K-pop ცეკვის კონკურსი
გიყვარს კორეული პოპი? ხარ კორეული პოპის ქავერ ჯგუფის წევრი? მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის! ფესტივალ მაცურიზე ტარდება K-pop ცეკვის კონკურსი, სადაც კომპეტენტური ჟიური, მუსიკალური ლეიბლი “Cisumverse”-ის წარმომადგენელი და ასევე სამხ.კორეიდან მოწვეული 6 წევრიანი მუსიკალური ჯგუფი გამოავლენენ გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:
Online კონკურსი: მოწვეული ჯგუფის სიმღერაზე შექმნილი ორიგინალი ქორეოგრაფია – ფულადი ჯილდო 1500 ლარი და მაცურიზე ჯგუფთან ერთად სცენაზე გამოსვლა – ქორეოგრაფიის წარდგენა.
სასცენო კონკურსი:
- ტროფი – 2026 წლის საუკეთესო K-pop Cover Group in Georgia ფულადი ჯილდო 1000 ლარი
- ტროფი – 2026 წლის საუკეთესო ქორეოგრაფია ფულადი ჯილდო – 800 ლარი
სასცენო კონკურსის წესები:
- ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან
- კონკურსში მონაწილე პირის ასაკი არ არის შეზღუდული
- მუსიკის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს
- რეგისტრაციის შემდგომ შეირჩევა 5 საკონკურსი ჯგუფი, რომელიც წარდგება სცენაზე მაყურებლის წინაშე
- ფულადი პრიზი გაიცემა ფესტივალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში
შეფასების კრიტერიუმები:
- სინქრონი
- ქარიზმატულობა
- მუსიკის არჩევანი
- სახის მიმიკა
- ქორეოგრაფია
- სცენის ფლობა / Stage presence
- სამოსი
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2026 წლის 30 ნოემბრის-ის ჩათვლით!
Online კონკურსის წესები:
- კონკურსის ორგანიზატორია Cusumverse და ფესტივალი მაცური
- კონკურსის ფორმატი: Online რეგისტრაცია, ვიდეოს გამოგზავნა და ონლაინ პლატფორმაზე ხმის მიცემის პროცედურა
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანს – სოლო, 2 კაციანი და ა.შ
- მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ასაკის პირს, იმ პირებს ვისაც არ შესრულებიათ 18 წელი დაჭირდებათ მშობლისგან ან ლეგალური სრულწლოვანი ასაკის პირისგან გაცემული თანხმობა.
- მონაწილე ან მონაწილეებმა უნდა შექმნას ჯგუფი 2Z-ის სიმღერა Crushed Luv-ზე ორიგინალური ქორეოგრაფია და გამოაგზავნოს 9:16 ფორმატის ვიდეო ჩვენს მეილზე – info@japan.ge
- მეილზე ასევე უნდა მოგვწეროთ მონაწილეს სახელი(ან ჯგუფის სახელი) ქალაქი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი და E-mail მისამართი. Cisumusic APP-ის ექაუნთი და ტიკტოკზე განთავსებული ვიდეოს ბმული.
- ქორეოგრაფიის ვიდეო უნდა იყოს 30-იდან 90 წამამდე, ვიდეოს ხარისხი 1080p
- ვიდეოს ედიტინგი დაშვებულია, თუმცა იკრძალება AI ან ისეთი ეფექტები რომელიც ქორეოგრაფიის ფიზიკურ მოძრაობას ცვლის ან აუმჯობესებს.
გაითვალისწინეთ:
- ვიდეოში არ უნდა იყოს არალეგალური, +18 კატეგორიის, უხეში ქცევის ამსახველი კადრები
- ჩამოწერეთ აპლიკაცია Cisumusic app
- გაწევრიანდით 2Z-ის ოფიციალურ ფანკლუბში
- გამოაქვეყნეთ ვიდეო Tiktok-ზე და დაურთეთ ტაგები: #2ZChallenge #2ZOriginalChoreography #CisuMusic #მაცური2026
- გამოქვეყნებული ვიდეო არ უნდა წაიშალოს თქვენი ტიკ-ტოკ გვერდიდან 2027 წლის 25 იანვრამდე
- გამარჯვებული შეფასდება ონლაინ ფორმატში დაგროვებული ხმებით და ასევე 2Z-ის 5-ივე წევრის მიერ
- თქვენი ფანები და გულშემატკივრები უნდა დარეგისტრირდნენ Cisumusic app-ზე რომ შეძლონ ხმის მიცემა
- ფანს დღეში მხოლოდ 1-ჯერ შეუძლია ხმის მიცემა
- არარეალური Fake ექაუნთებით ხმის მიცემა იკრძალება
შეფასების კრიტერიუმი:
- ორიგინალურობა და ქორეოგრაფიის კრეატიულობა – 40 ქულა
- მუსიკალური შეგრძნება და რითმის აღქმა – 25 ქულა
- ქორეოგრაფიის შესრულება და ტექნიკური მხარე – 20 ქულა
- აურა და ქარიზმა – 15 ქულა
Online კონკურსის პრიზი:
მოწვეული ჯგუფის სიმღერაზე შექმნილი ორიგინალი ქორეოგრაფია – ფულადი ჯილდო 1500 ლარი და მაცურიზე ჯგუფთან ერთად სცენაზე გამოსვლა – ქორეოგრაფიის წარდგენა
მონაწილე პირი ადასტურებს, რომ ორიგინალი ქორეოგრაფია არის შექმნილი მის მიერ. ქორეოგრაფიის პლაგიარიზმი იკრძალება
თარიღები:
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 დეკემბერი (ჩათვლით)
Online კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2026 წლის 13 დეკემბერს