რა არის Cosplay?

ქოსფლეი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე სუბ-კულტურა, რომელსაც ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ქოსფლეის მიზანია საყვარელი პერსონაჟში გარდასახვა და გარშემომყოფთათვის დადებითი ემოციის აღძვრა.
ფესტივალ მაცურიზე არ არის აუცილებელი რომ ქოსფლეის ფორმით მოხვიდეთ

თუ გსურთ კონკურში მონაწილეობის მიღება, გაეცანით ამ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას და გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია!

ვის შეუძლია Cosplay?
ქოსფლეი შეუძლია ნებისმიერი ასაკის, სქესის წარმომადგენლებს. მთავარია იყოს სურვილი, მნიშვნელობა არ აქვს დამწყები ქოსფლეიერი ხარ თუ არა, ჩვენი community სიხარულით ელის შენს გაცნობას!
ჩვენ დაგეხმარებით და მოგაწოდებთ ინფორმაციას თუ სად შეიძინოთ/შეიკეროთ ფორმები, მოიპოვოთ საჭირო მასალა და ა.შ! თუ გსურთ ქოსფლეიერებთან დამეგობრება აუცილებლად დარეგისტრირდით ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში:
დაიმახსოვრე, სცენაზე არავინ დაბადებულა!
გადადგი პირველი ნაბიჯი და გაერთე ჩვენთან ერთად!
არ დაგავიწყდეს აუდიო ფაილის ატვირთვა!

ნომინაციები და შეფასების კრიტერიუმები

  • საუკეთესო ხელნაკეთი ქოსფლეი 
  • საუკეთესო მდ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი
  • საუკეთესო მამრ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი
  • საუკეთესო კრეატიული ქოსფლეი
  • საუკეთესო – “ბოლო წამს მოვასწარი” ქოსფლეი
  • საუკეთესო ჯგუფური ქოსფლეი
  • საუკეთესო პერფორმანსი
  • ჟიურის რჩეული
  • საუკეთესო რეტრო ქოსფლეი
  • საუკეთესო კრეატიული ქოსფლეი – თუ ისეთი ქოსფლეი გაქვს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ძალიან არაკომფორტული – ეს ნომინაცია შენთვის არის!
  • საუკეთესო “ბოლო წამს მოვასწარი” ქოსფლეი – არის სავსებით არასერიოზული კატეგორია, რომელიც საკმაოდ სერიოზულ წარმოსახვით უნარს მოითხოვს.
  • ახალი ნომინაცია! – საუკეთესო რეტრო ქოსფლეი, რომელშიც განიხილება ისეთი ანიმე, თამაში, ფილმი, ანიმაციის და ა.შ პერსონაჟების ქოსლფლეი – რომელიც სულ მცირე 15 წლის წინ გაიცნო მაყურებელმა

ქოსფლეი კონკურს აფასებს ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ შეკრებილი პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც აქვთ დიდხნიანი გამოცდილება ფორმების შექმნაში, კრაფტთან მუშაობაში, მაკიაჟისა და პარიკის გარდაქმნის ხელოვნებაში.

მონაწილეთა შეფასება ხდება ინდივიდუალურად : ხელნაკეთობა, პერფორმანსი, მაკიაჟი და პარიკის მოდელირება, პერსონაჟის განსახიერება

2025 წლის რეგისტრაციის ვადა

ფესტივალი “მაცური” ჩატარდება 2025 წლის 20 დეკემბერს, ქოსფლეი კონკურსში მონაწილეებმა, აპლიკაცია და საჭირო ფაილები უნდა გამოაგზავნოთ 12 დეკემბრის ჩათვლითგთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული აპლიკაცია განხილვას არ ექვემდებარება. რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებთ რეგისტრაციის ბოლო ვადიდან 3 დღეში.

2025 წლის მაცურის გამარჯვებულები მიიღებენ: 

  • საუკეთესო პერფორმანსი – 500 ლარი + ტროფი 
  • საუკეთესო ხელნაკეთი ქოსფლეი – 1000 ლარი + ტროფი
  • საუკეთესო მდ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი – 500 ლარი + ტროფი
  • საუკეთესო მამრ.სქესის პერსონაჟის ქოსფლეი – 500 ლარი + ტროფი
  • საუკეთესო ჯგუფური ქოსფლეი – 500 ლარი + ტროფი
  • საუკეთესო კრეატიული ქოსფლეი – სიმბოლური საჩუქარი + ტროფი
  • საუკეთესო – “ბოლო წამს მოვასწარი” ქოსფლეი – სიმბოლური საჩუქარი + ტროფი
  • ჟიურის რჩეული – სიმბოლური საჩუქარი + ტროფი
  • საუკეთესო რეტრო ქოსფლეი – სიმბოლური საჩუქარი + ტროფი

გაითვალისწინეთ, რომ ფულადი ჯილდოები გაიცემა ფესტივალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში

დიახ, ფესტივალზე იქნება გამოსაცვლელი 10 ტენტი, სადაც შეძლებთ ქოსფლეი ფორმის ჩაცმას. თუმცა ამ ტენტების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ქოსფლეი კონკურსის მონაწილეებს. 

ქოსფლეი კონკურსის მონაწილეს ჭირდება ფესტივალის ბილეთის შეძენა

ფესტივალზე აუცილებლად იქნება ფოტო/ვიდეო ოპერატორები. სურვილისამებრ შეგიძლიათ მათთან მისვლა და კამერაში დაფიქსირება. ფესტივალის ვიდეო/ფოტო ფაილები აიტვირტება ფესტივალის გვერდის არქივის გაყოფილებაში. გაითვალისწინეთ რომ ფესტივალის ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები თავად არ შემოგთავაზებენ გადაღებას, მათ ეკეთებათ მანათობელი სამკერდე ნიშნები – PHO – ფოტოხელოვანი, VID-ვიდეოგრაფი. როცა შეამჩნევთ ასეთ პირებს დარბაზში თავად მიმართეთ და თხოვეთ გადაღება (რაც მთავარია, არ მოგერიდოთ!) ვიდეოები და ფოტოები არქივის სახით გაზიარდება ჩვენს ქოსფლეიერთა ჯგუფში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: info@japan.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მეილზე პასუხის მიღება ხდება საშუალოდ 1-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

დიახ, ფესტივალზე ქოსფლეით მოსვლა შეგიძლიათ. თუ კონკურსში არ გექნებათ წინასწარი რეგისტრაცია გავლილი, ვერ მიიღებთ მონაწილეობას, თუმცა მაინც ძალიან კარგ დროს გაატარებთ და ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ!

მხოლოდ ქოსფლეის კონკურსის მონაწილეებს – ნივთები შეგიძლიათ მოათავსოთ სპეციალურ პარკებში და დატოვოთ გამოსაცვლელ ოთახში, გთხოვთ არ დატოვოთ ძვირფასი ნივთები ან ტელეფონი.

ფესტივალი პასუხისმგებლობას არ იღებს დაკარგულ ნივთებზე.

Scroll to Top