რა არის მედია PASS?
თუ ხართ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, ინფლუენსერი, ბლოგერი, ჟურნალისტი ან წარმოადგენთ ტელევიზიას და გსურთ, რომ ფესტივალზე განახორციელოთ გადაღება, აუცილებელია, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, რათა მიიღოთ მედია PASS.
აღნიშნული სტატუსის მეშვეობით გენიჭებათ უფლება, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე განახორციელოთ ფოტო-ვიდეო გადაღება და გაავრცელოთ აღნიშნული მასალა საკუთარ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში.
აღნიშნული მედია PASS-ის არარსებობის შემთხვევაში, ფესტივალის ორგანიზატორთა ჯგუფი იტოვებს სრულ უფლებას, რომ ფესტივალის განმავლობაში, სხვადასხვა წარმომადგენელს შეუზღუდოს პროფესიონალური კამერის და ინვენტარის გამოყენება.
მედია პასი არის შეზღუდული რაოდენობით – გაიცემა მხოლოდ 10 პირზე და საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.
დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგენიჭებათ სპეციალური ბეიჯი და დამატებით 1 ბილეთი, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ფესტივალზე უფასოდ დასწრებას, მონაწილე პირებთან ვიდეო/ფოტო გადაღებას.
მედია PASS-ის რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით